Wednesday, May 13, 2015

 

ინტელის პროექტის მეცხრე დღეც დადგა .გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა.დავათვალიერეთ  ბუკლეტები,ვისიამოვნეთ... შევუდექით პროექტის პრეზენტაციას. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები
1. ქართრული ენის პედაგოგმა წარმოადგინა ნამუშევარი _,,ბრბოს ფსიქოლოგია.
2. ისტორიის პედაგოგმა ირმა მემანიშვილმა-ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში
3. მუსიკის პედაგოგმა თამუნა იმერლიშვილმა -თავისუფლების როლი ხელოვნებაში. :
4. ხელოვნების მასწავლებელმა ნათელა ჯიბუტმა-ეს ყველაფერი ხელოვნებაა
5. გეოგრაფიის პედაგოგმა ეკა ლეგაშვილმა-ატმოსფეროს ეკოლოგია
6. ფიზიკის პედაგოგმა ნათელა ზირაქიშვილმა-ელექტრონული ენერგიის ხარჯი
7. მუსიკის პედაგოგმა ვერა ჯინჭარაძემ--ქართული მუსიკალური ფოლკლორი
8. ქართული ენის პედაგოგმა თამთა ინაურმა-ჩვენი თანატოლები. 

მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და ჰაერივით აუცილებელი   იყო თიოეული ჩვენგანისთვის.
  
თითოეული პედაგოგის გამოსვლა იყო დამაჯერებელი და სასიამოვნოთ ემოციური.

Tuesday, May 12, 2015

მერვე დღე

წავიკითხეთ ირმას პროცედურები,მოგვეწონა.ჩამოვწერეთ პროცედურები მოსწავლეთა ფასილიტაციისთვის. შევქმენით ონლაინკითხვები და დავდეთ ბლოგზე.მე-7 მოდულში გავეცანით ფასილიტციის ნიმუშებს.

Monday, May 11, 2015

დღე 7

დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები, მივიღეთ სასარგებლო რჩევები
 ტრენერისგან.  გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,
 მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით, ამისათვის
 შევქმენით თვითშეფასების ფორმა სხვადასხვა ინტელექტის მქონე ბავშვისთვის.  
გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, გავამზადეთ ხარაჩო. ბლოგზე 
გამოვაქვეყნეთ პროექტების პორტფოლიო, დავამატეთ ფეიჯები.

დღე მე-6

დღეს ვისწავლეთ  21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან, შეფასების ხუთი ფორმიდან გამომდინარე პრეზენტაციის გამოქვეყნება.გავხსენით მე-5 მოდულში პორტფოლიოს რუბრიკა.ვისწავლეთ ბლოგზე პორტფოლიოს  ჩაშენება.მოსწავლის ნამუშევრის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა.ასევე გვერდები დავამატეთ ბლოგზე.

Monday, May 4, 2015

დღე5. ვისწავლეთ გაზიარება,კომენტარის გაკეთება.გავეცანიტ საავტორო უფლებებს. მოვახდინეთ გამოყენებული ლიტერატურის ცანიშვნა. შევქმენი პრეზენტაცია.

Friday, May 1, 2015

დღე 4.გავეცანით მეორე მოდულს მესამე აქტივობიდან. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,ხუთივე მიზნისთვის ჩვენი პროექტის ფარქლებში ჩამოვაყალიბეთ შეფასების გეგმა. შევარჩიეთ მეთოდები პროექტის მუშაობისთვის.